სოფელი მეჩხეთური მდებარეობს იმერეთის პლატოზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდინარეების დუმალისა და
მეჩხეთურას შუამდინარეთში. სოფლის ტოპონიმიკა „მეჩხეთური“ მიუთითებს იმაზე, რომ არის მეჩხრად დასახლებული, რაც ნამდვილად ამართლებს სახელს. სოფელი არის მაღალმთიანი სტატუსის მქონე. მეჩხეთური გამოირჩევა ლამაზი ბუნებით, ღირშესანიშნაობით და სტუმართმოყვარე ადამიანებით.
მეჩხეთურის სკოლის ისტორია იწყება 1947 წელს, სკოლა იყო ხის შენობა, რომელსაც 1970 წელს გაუკეთდა მიშენება. სკოლის ხელმძღვანელობა და პედკოლექტივი ყოველთვის ითხოვდა ახალი შენობის აშენებას, ეს მომენტიც დადგა 1991 წ. დაიწყო სკოლის მშენებლობა, მაგრამ შემდეგ მალევე შეწყდა ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო. ახალ სკოლაზე ფიქრი გრძელდებოდა და ეს ოცნება აღსრულდა 30 წლის შემდეგ. 2020 წ. 6 მაისს დაიწყო სკოლის მშენებლობა, რომელიც დასრულდა 2020 წლის 11 ნოემბერს.
2021 წ. 1 იანვრიდან სწავლა დაიწყო ახალაშენებულ შენობაში. სკოლის მასწავლბლები ძალღონეს არ იშურებენ და ემსახურებიან, რომ აღზარდონ განათლებული და თავისუფალი აზროვნების ადამიანები, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
|